სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას... ამ ადამიანებს ელაპარაკეთ თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით - სერგო რატიანი

სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას... ამ ადამიანებს ელაპარაკეთ თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით - სერგო რატიანი

„ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მექნება კონკრეტული კითხვა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები და ფაქტობრივად ჩვენ ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს. ამის შემდეგ რეკომენდაცია იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო და გარკვეული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული პირების მიმართ. მაინტერესებს რა ხდება ირაკლი ფიფიას მიმართ, კახა სირაძის მიმართ, რომელიც ზედამხედველი იყო გამომძიებლების, იოსებ სიგუას მიმართ, ეს უნიკალური პირი სად არის, რას აკეთებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?! - რა პასუხისმგებლობა დაეკისრა მას?! ასევე შალვა ბედოიძე სად არის, იყო თუ არა გამოძიება მის მიმართ ჩატარებული.

როდესაც აქ ლაპარაკი არის შედარებებზე, ეს შედარებები მოუყვანეთ და ელაპარაკეთ ამაზე სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას... ამ ადამიანებს ელაპარაკეთ თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით“, - განაცხადა სერგო რატიანმა