ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს კეტავს

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს 2 დღით კეტავს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სამხერეთ ოსეთის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით შეზღუდვა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს“ უკავშრდება.

„25 აგვისტოს 20:00 საათიდან იგეგმება მოქალაქეების გადასვლის დროებითი შეჩერება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში, გამშვები პუნქტების ფუნქციონირება 27 აგვისტოს 06:00 საათზე განახლდება.“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.