არ არსებობს  საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ არ ვაღიარებთ არც რესპუბლიკას და არც პრეზიდენტს - იტალიის ელჩი აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე

არ არსებობს საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ არ ვაღიარებთ არც რესპუბლიკას და არც პრეზიდენტს - იტალიის ელჩი აფხაზეთის ე.წ არჩევნებზე

იტალია, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კომენტარი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სთხოვეს.

„იტალია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ევროკავშირთან ერთად ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ასე რომ, არ არსებობს ასეთი რამ – საპრეზიდენტო არჩევნები, მარტივი მიზეზით, ჩვენ არ ვაღიარებთ არც რესპუბლიკას და არც პრეზიდენტს. ამ არჩევნებს არანაირი ღირებულება არ აქვს ჩვენთან“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი, შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება.