რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს

აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად 16 ივლისს განაცხადი შეიტანა.

„უნდა გავაგრძელო ის, რაც დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემ მიერ“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტის ხაჯიმბამ.

ხაჯიმბამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობაც დაახასიათა და ახალი საპროტესტო გამოსვლების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„თუ მოინდომებ მღელვარება ცარიელ ადგილზეც შეიძლება შექმნა. არის სირთულეები არავინ უარყოფს. არის პრობლემები და ისინი უნდა მოგვარდეს, ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ ასეთი პრობლემები“, - განაცხადა ხაჯიმბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს არის დანიშნული.