აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის საჭიროა მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა.