ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში - ედგარს რინკევიჩი

ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში - ედგარს რინკევიჩი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ლატვიაც გმობს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

“ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ და მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა.