დე ფაქტო ცხინვალმა ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

დე ფაქტო ცხინვალმა ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე  „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ ე.წ საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა.

ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი ცხინვალის КГБ-ზე დაყრდნობით იუწყება.

მიზეზად ცხინვალის რეჟიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობას და აქედან გამომდინარე, გართულებულ ოპერატიული მდგომარეობას ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს შორის გადამკვეთი პუნქტების ფუნქციონირება „რაზდახანსა“ და „სინაგურში“ , - განაცხადეს დეფაქტო უწყებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება.