„გთხოვთ გაავრცელოთ! იქნებ ნათესავმა ან ძველმა ნაცნობმა ნახოს და მასთან გამომშვიდობება უნდოდეს... “

„გთხოვთ გაავრცელოთ! იქნებ ნათესავმა ან ძველმა ნაცნობმა ნახოს და მასთან გამომშვიდობება უნდოდეს... “

ქველმოქმედი და სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„როგორც იცით, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა გაზეთი "თბილისი"-ს ჟურნალისტი, ადრე საკმაოდ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქალბატონი - ნანა ნადირაძე. 

გარდაიცვალა უპატრონოდ, შიმშილით და ავადმყოფობით.სამწუხაროდ ვერ მივასწარით გადასარჩენად, უკვე ძალიან გვიანი იყო.

გადავასვენეთ მახათის აღმართზე - 55 ნომერში, საპანაშვიდე დარბაზში. 

დღეს - 3 ივლისს, საღამოს 6 საათიდან იქნება პანაშვიდი. 

ჩვენ დაგხვდებით, ბიჭები.

გთხოვთ გამივრცელოთ ინფორმაცია. იქნებ ნათესავმა ან ძველმა ნაცნობმა ნახოს და მასთან გამომშვიდობება უნდოდეს. ბევრი ხალხი იცნობდა და შეიძლება პანაშვიდზე მოსვლა უნდათ, თორემ გულს გაგიხეთქავს ადამიანს, ცარიელი დარბაზის ყურება.

მეტი აღარაფერი შეგვიძლია და ეხლა მაინც არ დავტოვებთ მარტოს. ჩვენ აქ ვართ და თუ ვინმეს გინდათ მოსვლა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

დავკრძალავთ ხვალ, 4 ივლისს, 2 საათზე, მახათას სასაფლაოზე.“