„ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ...“ - ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილის ტელევიზიას უხელმძღვანელებს?

„ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ...“ - ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილის ტელევიზიას უხელმძღვანელებს?

„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ბევრი მეკითხება და ერთიანად გიპასუხებთ.

ინფორმაცია, თითქოს სამსახურის შეცვლას ვგეგმავ არის ტყუილი!

მივესალმები ფორმულა კრეატივის და ჩემი მეგობრის, დათო კეზერაშვილის თანამშრომლობას.

მიხარია, რომ ახალი არხი ჩნდება და რუსთავის მითვისების შედეგად შექმნილ ვაკუუმს ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მედია შეავსებს სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი გეგმები მედიაში უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას და მის განვითარებას - მითუმეტეს ახლა, როდესაც ძალიან კარგ საერთაშორისო პარტნიორობას ვიწყებთ და მალე მოგახსენებთ ამის შესახებ.“

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილის ტელევიზიას თამარ ჩერგოლეიშვილი უხელმძღვანელებს.