აფხაზეთის 1-ელ საჯარო სკოლას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭება

აფხაზეთის 1-ელ საჯარო სკოლას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭება

აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლას, რომელიც ზუგდიდში ფუნქციონირებს, 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭება.

საკითხს მხარი საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს, ინიციატივა კი სკოლის პედაგოგებს ეკუთვნით. ოთხოზორია სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია.

წინადადება განათლების სამინისტროს გადაეგზავნება.