ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა - 2 მძიმე მდგომარეობაშია

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა - 2 მძიმე მდგომარეობაშია

ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი მოიწამლა. 

76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ.