ქალაქში, სადაც 10 წელია ბიჭი არ დაბადებულა, ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დაწესდა

ქალაქში, სადაც 10 წელია ბიჭი არ დაბადებულა, ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დაწესდა

პოლონეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქ მაისცე-ოჟანსკში 10 წელზე მეტია ბიჭი არ დაბადებულა. ამის შესახებ BBC წერს.

ამ „ანომალიას“ ვერც ადგილობრივებმა უპოვეს ახსნა და ვერც მედიკოსებმა. მედიცინის ზოგიერთი წარმომადგენელის აზრით, საიდუმლო შესაძლოა, კვების რაციონში იყოს, თუმცა არც ეს ჰიპოთეზაა დადასტურებული.

მერმა გასცა ბრძანება არქივების შესწავლაზე. აღმოჩნდა, რომ ქალაქის არსებობის განმავლობაში, ყოველთვის ბიჭების მინიმალური რაოდენობა იბადებოდა. გარდა ამისა, ქალაქის თავმა ვაჟის გაჩენაზე ჯილდო დააწესა.

ქალაქში, სადაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მეხანძრეები, ტრაქტორისტები, სამართალდამცველები თუ ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქალები არიან.