ოქრო 10.6%-ით გაძვირდა

ოქრო 10.6%-ით გაძვირდა

წლის დასაწყისიდან დღემდე ოქროს ფასი 10.6%-ით გაძვირდა. უნცია ოქროს ფასი ამჟამად 1418 დოლარს შეადგენს, რაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს $130-ით აღემატება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ოქროს ფასი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა. ყველაზე იაფი ის 2015 წლის ნოემბერში ღირდა - 1056 დოლარი ღირდა, ყველაზე ძვირი კი დღესაა, თუმცა უმეტესად ის 1200-1300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. წელს კი რეალური ზრდა ფაქტობრივად მაისიდან დაიწყო.

2008 წლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის დროს ოქროს ფასი 800 დოლარს ჩამოსცდა, 3 წლის შემდეგ კი რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1800 დოლარს გადასცდა.