„გვარამიამ „რუსთავი 2“-ს 30 მილიონი ზარალი მაინც მიაყენა“ - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი

„გვარამიამ „რუსთავი 2“-ს 30 მილიონი ზარალი მაინც მიაყენა“ - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი

ტეკელომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიას დაახლოებით 30 მილიონის ზარალი მიაყენა.

ჩვენი ფინანსური პრეტენზიები იყო გაცილებით მაღალი და არა მგონია, 6 მილიონი იყოს ის თანხა, რომლითაც დააზიანა ნიკა გვარამიამ ტელევიზია. ვფიქრობ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ამხელს ყველა იმ პირს, რომლებიც მასთან ერთად ჩართული იყვნენ “რუსთავი 2”-ის საზიანო ქმედებებში. ამ ადამიანმა, რომლის მთავარი საქმიანობა ხალხის ლანძღვა-გინებაა, პასუხი უნდა აგოს კომპანიისთვის ამხელა ზარალის მიყენებისთვის.

გვარამიამ 30 მილიონი ზარალი მაინც მიაყენა კომპანიას. ჩვენ არ მოგვეცა საქმის ბოლომდე შესწავლის საშუალება. მფლობელები შეიცვალნენ და არხზე ახალი დირექტორი დაინიშნა. ამიტომ გამოძიებას გადავეცით, თორემ ჩვენ მივიყვანდით ამ საქმეს ბოლომდე.

რა სქემით მოქმედებდნენ, არ ვიცი, მაგრამ როდის იყო, კონტრაქტორი კომპანია ბინებს გაძლევდა და მერე უკან უბრუნებდი? გვარამიამ კი თქვა, “რუსთავი 2”-ში ჩავდე, ტელევიზიას უჭირდაო. 100 000 ლარამდე ხელფასი ჰქონდა. 100 000 ლარისას რას აკეთებდა, მარტო პირი ჰქონდა დაღებული და აგინებდა ყველას", - ამბობს ყავლაშვილი.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი დადგენილება სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აქვს, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობით უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით.

 

„კვირის პალიტრა"