ვლადიმერ ზელენსკიმ 11 ელჩი შეცვალა

ვლადიმერ ზელენსკიმ 11 ელჩი შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ელჩი გაათავისუფლა, რომლებიც უკრაინას 20 ქვეყანაში წარმოადგენდნენ. ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გათავისუფლებულებს შორის არის აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა აგრეთვე კუნძულოვან სახელმწიფოებში: ტრინიდადი და ტობაგოში და აგრეთვე ანტიგუა და ბარბუდაში.

ელჩები შეიცვალა აგრეთვე იორდანიაში, არგენტინაში, პარაგვაიში, ჩილეში, ვატიკანში, თურქმენეთსა და სომხეთში.