მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს ხვალ, 18 სექტემბერს წარადგენს.

„ლელოს“ ახალი წევრების წარდგენა 13:00 საათზე იგეგმება. მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს საზოგადოებას „ლელოს“ ოფისში გააცნობს.

შეგახსენებთ, ხაზარაძემ „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს ანაკლიაში გამართა და როგორც განაცხადა, არჩევს სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს.