მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ კიდევ 12 ახალ წევრს წარადგენს

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ კიდევ 12 ახალ წევრს წარადგენს

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრს წარადგენს.

წარდგენა 12:00 საათზე, "ექსო-ჯორჯიაში" იგეგმება, სადაც ხაზარაძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმაზეც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი გასულ კვირას წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.