ბათუმში 12 მაღალჩინოსანი დააკავეს

ბათუმში 12 მაღალჩინოსანი დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 12 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.

ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული.

ხელმისწავდომი საცხოვრის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით ბათუმის მერია კიდევ ერთ სკანდალში 2016 წელს გაეხვა.

განცხადება აჭარის მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდება. ბრიფინგი საგამოძიებო უწყებაში 17:00 საათზე ჩაინიშნა.