დღეს ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ ცხოველებს „გაიხსენებენ“

დღეს ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ ცხოველებს „გაიხსენებენ“

დღეს თბილისის ზოოპარკში ზღაპრის – „წყალდიდობა ზოოპარკში” პრეზენტაცია გაიმართება.

ამბავი ზოოპარკიდან გაქცეული ნიანგსა და ლომზეა. ნიანგმა ბინა სათამაშოების მაღაზიაში დაიდო, ლომი კი ერთი ცრუპენტელა კაცის სახლში ცხოვრობს. ზღაპრის გმირია, რა თქმა უნდა, ბეჰემოთი, რომელმაც ზოოპარკის სხვა ბინადრები დახრჩობას გადაარჩინა.  

ავტორები თეა თოფურია და სონია ელიაშვილი წაიკითხავენ წიგნს და ბავშვებს გაესაუბრებიან ცხოველებზე, მათ მოვლასა და გაფრთხილებაზე.

ზოოპარკის ადმინისტრაცია იწვევს ყველა პატარას. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, დაზარალდა 239 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.