სირიაში აფეთქებას სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში აფეთქებას სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ტალ აბიადში აფეთქებას სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აფეთქებაში ქურთულ დაჯგუფება YPG-ს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.