თამარაშვილის ქუჩაზე, მოძრაობა 13:00 საათისთვის აღდგება

თამარაშვილის ქუჩაზე, მოძრაობა 13:00 საათისთვის აღდგება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.

მერიის ცნობით, ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ