ისარელში საპროტესტო აქციებზე 150-მდე ადამიანი დაშავდა

ისარელში საპროტესტო აქციებზე 150-მდე ადამიანი დაშავდა

ისრაელში, ეთიოპიელების დასახლებებში საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, არეულობის მიზეზი 19 წლის ეთიოპიელის გარდაცვალება გახდა. პირველ ივლისს მას პოლიციელმა ესროლა, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. სამართალდამცავის თქმით კი,  ის მოარდების გაშველებას ცდილობდა.

ეთიოპელების განცხადებით, პოლიციამ ახლაგაზრდა იმის გამო, მოკლა რომ ფერადკანიანი იყო. 

მომხდარის გამო, ეთიოპიელების საპროტესტო აქციები ისრაელის სხვადასხვა რაიონში გაიმართა.