ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 150-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 150-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სულ ცოტა, 90 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად. ორგანიზაციის მიერ 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბიის სანაპიროზე 11 ადამიანის, მათ შორის რვა პაკისტანელის გვამი იპოვეს.

კატასტროფას გადაურჩა სამი ადამიანი, რომელთაგან ორმა ნაპირზე გაცურა, ერთი კი მეთევზეებმა იხსნეს. გადარჩენილების თქმით, გემზე მყოფი მიგრანტების უმრავლესობა პაკისტანელები იყვნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ მწვავე საფრთხეზე, რომელიც ემუქრება მიგრანტებს, როდესაც ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას.