სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დაჭრილია 17 წლის მოზარდი

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - დაჭრილია 17 წლის მოზარდი

თბილისში, 17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრეს. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დაჭრილი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, ე.წ. ლონდონის ბაღში მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მათივე ძაღლების ჩხუბის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.რ-მ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება" , - აცხადებენ შსს-ში.