ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 18-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 18-წლიან მინიმუმამდე დაეცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა - არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 43% აპირებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ფონდ საზოგადოებრივი აზრის“ კვლევის შედეგები მეტყველებს.

ექსპერტების მტკიცებით, რეიტინგის ასეთი ვარდნა მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

საპრეზიდენტო არჩევნები რომ უახლოეს კვირას ტარდებოდეს, პუტინს ხმას მხოლოდ რესპონდენტთა 43% მისცემდა, რაც ბოლო 18 წლის მანძილზე სოციოლოგების მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2001 წლის აპრილში პუტინის რეიტინგი 42%-ს შეადგენდა.

ამასთან ერთად, სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები არ შეცვლილა - კომუნისტური პარტიის კანდიდატ პაველ გრუდინინს ხმას რესპონდენტთა 10%, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის კი 11% მისცემდა. დანარჩენი პოლიტიკოსების რეიტინგი 1%-ს არ აღემატება.