ვლადიმერ პუტინი 19 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტს  ემანუელ მაკრონს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი 19 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება

​საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი იქნება. ამასთან პრეზიდენტები ე.წ. ნორმანდიული ფორმატის სამომავლო საქმიანობაზე იმსჯელებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს საფრანგეთში ერთდღიანი ვიზიტი ექნება.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, ნორმანდიული ფორმატით მოლაპარაკებები 2014 წლიდან მიმდინარეობს. ფორმატში ასევე ჩართული არიან უკრაინა და გერმანია.​