ყველაზე ხანგრძლივი ფრენა - ავსტიული ავიაკომპანიის რეისი 19 საათი გრძელდებოდა

ყველაზე ხანგრძლივი ფრენა - ავსტიული ავიაკომპანიის რეისი 19 საათი გრძელდებოდა

ავსტრალიური ავიაკომპანია ქანტასის თვითმფრინავმა ნიუ-იორკიდან სიდნეის მიმართულებით უპრეცედენტო ფრენა შეასრულა. ფრენა გრძელდებოდა 19 საათისა და 16 წუთის განმავლობაში.

 „ეს გახლავთ რეკორდი“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 49 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები. 

მგზავრებს აკვირდებოდნენ ექიმები - ისინი პერიოდულად პილოტებს უზომავდნენ მელატონინის დონეს, უმოწმებდნენ თავის ტვინის მუშაობას და აკვირდებოდნენ მათ რეაქციებს.

ფრენა გახლდათ ექსპერიმენტული.

აღნიშნული ავიაკომპანია აპირებს განახორციელოს კიდევ 2 გრძელი რეისი - ნოემბერში, ლონდონი-სიდნეი, ხოლო დეკემბერში, ნიუ-იორკი-სიდნეი. 

წლის ბოლოს ქანტასის ხელმძღვანელობა გეგმავს მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, გახდეს თუ არა მსგავსი ხანგრძლივობის პირდაპირი რეისები რეგულარული.

 

წყარო: https://tvrain.ru/news/samolet_avstralijskoj_qantas_sovershil_besposadochnyj_polet_iz_nju_jorka_v_sidnej_on_dlilsja_19_chasov-495802/?utm_source=telegram&utm_medium=social&utm_campaign=news&utm_term=495802&fbclid=IwAR1UOmQkpe-vSr1U7nhYppE2roKyAGsDK0kU5woWLb1JiQnk4R_4SHgMKzU