პარლამენტის შენობის წინ აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის შენობის წინ აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 5 ივლისს სცენა მწერლებს, პოეტებს, ისტორიკოსებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს დაეთმობათ.

6 ივლისს კი, აქციის ორგანიზატორები მორიგი თავისუფლების მარშის მოწყობას გეგმავენ.

მათი განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

ცნობისთვის, მე-15 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.