დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება

მოძრაობა „სირცხვილია“-ს ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბურ აქციას აანონსებენ. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იქნება - გიორგი გახარია არ არ დაამტკიცონ პრემიერად და წარადგინონ ნებისმიერი სხვა კანდიდატურა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის წინ „სირცხვილია“-ს წევრები და ოპოზიცია  გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ. პარალელურად კი პარლამენტში პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.