სიმაღლეში 191 სმ ვარ, ციხის საწოლი კი 157სმ-ია - ივანიშვილს საკუთარ ზომაზე აქვს მორგებული - ოქრუაშვილი

სიმაღლეში 191 სმ ვარ, ციხის საწოლი კი 157სმ-ია - ივანიშვილს საკუთარ ზომაზე აქვს მორგებული - ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.
ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს - ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.
წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.
ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი" , - წერს ოქრუაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. 

გამოძიება ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.