შალვა თადუმაძის განმარტება 1994 წელს დაფუძნებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე

შალვა თადუმაძის განმარტება 1994 წელს დაფუძნებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

თადუმაძის თქმით, ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა უკავშირდება იმას, რომ მან სასწავლებელი ექსტერნად დაასრულა.

"სკოლა დავამთავრე 1994 წელს. ამავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო საქმიანობა იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი...

1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. მივმართე ინსტიტუტს, რომ მსურდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სასწავლებელი. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

არსებობს განათლების შესახებ კანონი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ამის შესაძლებლობას და არსებობს მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ. ეს მინისტრის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, მაშინაც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს... ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. შესაბამისი ნომრებითა და დაცვის სისტემით და მკაცრი მოთხოვნით, თუ რა უნდა ეწეროს შიგნით.

მაშინ და დღესაც აუცილებელი იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი, 1998 წლის კონკრეტული რიცხვი. ფაქტობრივად, 1998 წელს გასცა. აუცილებელი იყო სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო როცესის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა", — განაცხადა თადუმაძემ.