„ნიკა გვარამიამ  „რუსთავი 2"-ის არქივი 200 ათას ლარში გაქვითა" - პაატა სალია

„ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ის არქივი 200 ათას ლარში გაქვითა" - პაატა სალია

„გვარამიამ 1994-2019 წლების არქივი 200 ათას ლარში გაქვითა" , - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 6 დღით ადრე „რუსთავი 2“-მა დადო ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული მთელი საარქივო მასალა, „კურიერის“ ყველა სიუჟეტი 1994 წლიდან 2019 წლამდე. 

რაც ყველაზე მთავარია, ამ უნიკალური საარქივო მასალის, რომელიც ტელეკომპანიის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს, სხვაგან გამოყენების და გასხვისების უფლება მოიპოვა „ინტერმედიამ“, რომლის ერთ-ერთი მეწილე დღეს მოიაზრება ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად.

საინტერესოა, რატომ დადო ნიკა გვარამიამ ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს“, - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალავაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადება ხალვაშმა დღეს გაავრცელა.