„რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ტელეკომპანია დატოვოს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ასევე შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.

აქციის მონაწილეების განმრტებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

“რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.