სტრასბურგმა დაადასტურა, რომ „რუსთავი2“ დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული - დამფუძნებლების განცხადება

სტრასბურგმა დაადასტურა, რომ „რუსთავი2“ დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული - დამფუძნებლების განცხადება

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

  ქიბარ ხალვაშს გამარჯვებას ულოცავენ, თუმცა  აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  „რუსთავი-2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს:

 

ამის შესახებ, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ.

 

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

 

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

 

ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

 

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

 

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.