რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

ტელეკომპანია „რუსთავი 2" საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ცვლილებები უკვე ასახულია.

ახალი ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100% ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. 60% მესაკუთრე თავად ქიბარ ხალვაშია, ხოლოდ 40% მფლობელად შპს "პანორამაა" მითითებული. 

ამონაწერით სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ისევ ნიკა გვარამიაა.


 

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.