პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გენერალური დირექტორი პაატა სალია მივიდა. 

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გუშინ ვერ მოახერხა  შეხვედროდა ფინანსურ და იურიდიულ საკითხებზე პასუხისმგებელ ადამიანებს, ამიტომ მათ დღეს, სამუშაო საათებში შეხვდება.

​სალიას თქმით, იგი იმ ჟურნალისტებსაც გაესაუბრება, რომლებსაც აინტერესებდათ, როგორ იქნება გარანტირებული მათი დამოუკიდებლობა.