„სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება კანონით დასჯადია“ – ბახტაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე

„სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება კანონით დასჯადია“ – ბახტაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების არ შესრულება დასჯადია კანონით.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ოპონენტების განცხადებები დემაგოგიაა და იუსტიციის სამინისტრო მოიქცა ისე, როგორც  კანონი ავალდებულებდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება დასჯადია კანონით. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ძალიან კონკრეტული განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი ოპონენტების ეს ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, მას რეალობასთან საქმე არ აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და მოიქცა, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას ეკუთვნოდა, გაეკეთებინა კანონით. ეს არ იყო არჩევანი, ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.