„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია" - გიგაური

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია" - გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია და განცხადება, თითქოს ვიღაც მოსყიდულია სტრასბურგიდან, არასერიოზულია.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ის სასამართლო,რომელიც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის არასწორი, იმიტომ, რომ ჩვენს ძალიან ბევრ რეკომენდაციასა და გადაწყვეტილებაში ვიყენებთ ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს მაგალითს, ამიტომ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ, არ იქნება სწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართ სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, იქნება არასწორი," - განაცხადა ეკა გიგაურმა.