„მთელი საქართველო ვალშია თქვენს წინაშე“ - სააკაშვილი „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავს

„მთელი საქართველო ვალშია თქვენს წინაშე“ - სააკაშვილი „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს მიმართავს. სააკაშვილი მადლობას უხდის „რუსთავი2“-ის თანამშრომლებს.

„მადლობა, რომ იბრძვით, მადლობა იმისთვის რომ ასეთი მაგრები ხართ, მთელი საქართველო ვალშია თქვენს წინაშე. თქვენ ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ, ვერ მოგისყიდით. თქვენ ხალხს სჭირდებით ახლა უფრო მეტად ვიდრე ადრე. იმ მომენტიდან, როდესაც ამ ქვეყანას ივანიშვილი მოშორდება, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება შეიცვლება და ახლა ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი ძალიან მალე დადგეს და გპირდებით, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, ივანიშვილი საქმე ყველა შემთხვევაში წასულია. მისი წამზომი ჩართულია“, - აცხადებს ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.