მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი2“- დვალი პროკურატურას მიმართავს  ოქრუაშვილი დაკითხონ

მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი2“- დვალი პროკურატურას მიმართავს ოქრუაშვილი დაკითხონ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი გენერალურ პროკურატურას მიმართავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა მოხდეს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით დვალი აცხადებს, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. „მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, - წერს დვალი.

„საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, დაკითხავთ? არა ხო?“, -  წერს დვალი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,  „რუსთავი 2“ მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.