ეს არ იყო გადაწყვეტილება მხოლოდ, „რუსთავი 2“-ის  საქმეზე, იყო იმაზეც რომ სააკაშვილის რეჟიმი ხალხს ციხეში აწამებდა-გოგა ხაინდრავა

ეს არ იყო გადაწყვეტილება მხოლოდ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, იყო იმაზეც რომ სააკაშვილის რეჟიმი ხალხს ციხეში აწამებდა-გოგა ხაინდრავა

რუსთავი 2“ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის თანამონაწილეა, ამიტომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არისნიურნბერგი“ „ნაცმოძრაობისთვის“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამიმედისეთერში განაცხადა.

ვფიქრობ, ეს არის საბედისწერო გადაწყვეტილება გარკვეული პოლიტიკური სექტისთვის საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ამ გადაწყვეტილებასთან ერთად დასრულდა, ყოველ შემთხვევაშიუნდა დასრულდეს, თუ ამ საზოგადოებას ლოგიკური განსჯის უნარი აქვს და დარწმუნებული ვარაქვს.

ეს არ იყო გადაწყვეტილება მხოლოდ, ვთქვათ, „რუსთავი 2-ისსაქმეზე. ეს იყო გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა ხალხს ციხეში და ამის კონკრეტული მაგალითია მოყვანილი. სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა შვილი და მერე საფლავზე ააფეთქა მამა, ყველაფერს ამასაპრავებდადა ცდილობდა, რომ რაღაც ცივილიზებული ფორმა მიეცა.

​„რუსთავი 2“ თანამონაწილეა ყველა იმ დანაშაულისა, რომელსაც ჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი და ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არისნიურნბერგისგანაჩენი სააკაშვილის რეჟიმისთვის თუ ამას დაუმატებთ გირგვლიანის საქმეს, სადაც, ასევე, სტრასბურგმა პირდაპირ დაასახელა პროკურორები, პრეზიდენტი სააკაშვილი, სასამართლოს სხვადასხვა ინსტანცია და ასე შემდეგ, გამოდის, რომ მთელი კონგლომერატი ამ ბოროტების, ამ უკანონობის, ამ ბარბაროსობის, საბოლოოდ, შეიკრა და წერტილი დაესვა. ამას აღარაფერი უშველის, აღარანაირი ინსტანცია მსოფლიოში არ არსებობს, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს ეს განაჩენი. ეს არის განაჩენი ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელიც იყო საქართველოში და რომელსაც, ჩემი აზრით, ბოლო მოეღო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.