რასაც გინდათ, იმას აკეთებთ, კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! - ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

რასაც გინდათ, იმას აკეთებთ, კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! - ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელის,  ქიბარ ხალვაშის განცხადებით,  ტელეკომპანიას სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული აქვს.

კითხვაზე, რატომ არ დასთანხმდა არხის შემოთავაზებას საზოგადოებრივი ბორდის შექმნასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ჟურნალისტები თავისუფლები არიან ყოველგვარი ცენზურისგან და ბორდი მას ვერაფერში დაეხმარება.

„სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!“,-განაცხადა ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, სადაც ის საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.