„რუსთავი 2“-ს და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ხვალიდან მაუწყებლობა შეუწყდეთ

„რუსთავი 2“-ს და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ხვალიდან მაუწყებლობა შეუწყდეთ

1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ. ამის შესახებ განცხადებას „სტერეო+“ ავრცელებს. 

„1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.