შეკვეთილში, ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო

შეკვეთილში, ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო

შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში 2 ადამიანი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია. 

მაშველებმა ისინი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო ბრიგადები, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იმედინიუსი