მიყიდის თუ არა „რუსთავი 2"-ს ხალვაში ივანიშვილს

მიყიდის თუ არა „რუსთავი 2"-ს ხალვაში ივანიშვილს

„მე არ ვიცი რამდენად აქვს ბიძინა ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2"-ის შეძენასთან დაკავშირებით" , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგი განაცხადა.

სალიას თქმით, არ იცის ტელევიზიის ყიდვის სურვილი აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს.

"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესებაზე ჩემთვის უცნობია, ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, ვისაც არ მიყიდდა, შესაბამისად, ნებისმიერი სხვა შეიძლება განიხილებოდეს... მე არ ვიცი რამდენად აქვს ბიძინა ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2"-ის შეძენასთან დაკავშირებით", -  განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალავაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადება ხალვაშმა დღეს გაავრცელა.