სალამი ყველას,  სახედაკარგულებსაც - შუბლაძის პირველი კომენტარი „რუსთავი2“-ში დაბრუნებაზე

სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც - შუბლაძის პირველი კომენტარი „რუსთავი2“-ში დაბრუნებაზე

არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ „რუსთავი2-ში“ დაბრუნების თაობაზე -ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სალამი ყველას  სახედაკარგულებსაც!პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ...  მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....

ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს“, - წერს შუბლაძე.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ონლაინგადაცემის „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ნინო შუბლაძე 2013 წელს „რუსთავი 2“-დან იმიტომ წავიდა, რომ მას ვანახე ვიდეო, სადაც ის მთავრობის წარმომადგენელს „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდება.

მანამდე, პაატა სალიამ „რუსთავი2“-ში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ დანიშვნაზე ნინო შუბლაძესთან შეთავაზება ჰქონდა.