„რუსთავი 2"-დან წასულ ჟურნალისტებს თუ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან - შორენა შავერდაშვილი

„რუსთავი 2"-დან წასულ ჟურნალისტებს თუ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან - შორენა შავერდაშვილი

„ლიბერალის“ რედაქტორი, ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„გუშინდელი ამბებიდან, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნიკა გვარამიას თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტების და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო - აა, დარჩენას გადაწყვეტთ, რა პრობლემაა, თქვენს პრემიებსაც გამოვფენთ! იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს მის ამ განცხადებაში, ვერ ვხვდები, რ2-დან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან“, - წერს შორენა შავერდაშვილი.