კინოთეატრ „ამირანთან“ დაპირისპირების დროს პოლიციელი დაშავდა

კინოთეატრ „ამირანთან“ დაპირისპირების დროს პოლიციელი დაშავდა

კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დაშავებულები კინოთეტრებში შეჰყავთ, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამართალდამცველი. ორი ადამიანი კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, დაკავებულია.

დემონსტრანტები კონოთეატრის ადმინისტრაციისგან ფილმის ჩვენების გაუქმებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც.