„რუსთავი 2“-ის დავალიანება 10 მილიონზე მეტია, მაგრამ ხელისუფლებას მათი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია - თალაკვაძე

„რუსთავი 2“-ის დავალიანება 10 მილიონზე მეტია, მაგრამ ხელისუფლებას მათი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის  ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით,  „რუსთავი 2“-ს 10 მილიონზე მეტი დავალიანება ჰქონდა და აქვს ბიუჯეტის წინაშე, მაგრამ  სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს, ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა ტელევიზიის საქმიანობას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დამზოგველი მიდგომები იყო აქამდე, როგორც სხვა ტელევიზიების, ასევე „რუსთავი 2“-ის მიმართაც.

„რუსთავი 2“ ვალების მიმართ დამოკიდებულება ჰქონდა, რომ მიუხედავად იმისა, ტელევიზიას ჰქონდა დაგროვილი საკმაოდ დიდი ვალი, თუ არ ვცდები, ეს 10 მილიონზე ბევრად მეტი იყო, ხელისუფლებას, მთავრობას არანაირი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ხელი არ შეეშალა თქვენი ტელევიზიის საქმიანობისთვის. ანუ ეს აჩვენებს დამოკიდებულებას ტელევიზიის, ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ. თქვენი კითხვა, მომავალში რა იქნება, ამაზე პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის მთავრობის პრეროგატივა, მე უბრალოდ მინდა გითხრათ დამოკიდებულება. დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორიც იყო აქამდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.