შევთავაზე, რომ პარტნიორები ყოფილიყვნენ, დავპირდი „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტს - ქიბარ ხალვაში

შევთავაზე, რომ პარტნიორები ყოფილიყვნენ, დავპირდი „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტს - ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესრუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტირუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნირება ვერ შევატყე. მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – ანაცხადა ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს შეხვდნენ.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომრუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2".